Feeds:
Posts
Comments

Swan Lake

Orange

This slideshow requires JavaScript.

Nude

This slideshow requires JavaScript.

Alexander Photography

Portraits

madness

მაგიჟებს წვიმის დროს დამდგარი მტვრის სუნი,
ფეხებს ვისველებ ნამიან მინდორზე,
მაგიჟებს სიყვითლე, ფოთლების ჩურჩული
მაგიჟებს ყოველი, ღმერთმანი მაგიჟებს!

სამყარო გიჟის თეთრ ხალათს ირგებს და
ირგვლივ სიჩუმის დერეფნებია
ვიღაცა ელის თავისუფლებას,
ვიღაც კი გიჟის დარბაზებშია.

სიგიჟეს ფონად სდევდა სითეთრე,
აქ მდუმარება გამეფებულა ,
სახეებიდან იკითხება მკაცრი გრძნობები,
უიმედობა, შავთან ბრძოლა, დარდი და სევდა.

სველი ფანჟრების გაყინულ მინებს,
ქარი სიჩუმით, ფრთხილად არწევდა,
მე კი ვიდექი სითეთრს ფონზე,
სიგიჟით სავსეს, ცრემლიც მავსებდა.

ველოდი უხმოდ გამონათებას,
ველოდი ხსნას და გამოდარებას,
მინდოდა გიჟი აღარ მრქმეოდა ,
გული ნატრობდა თავისუფლებას.

ვეძებდი მშვიდ და მიმალულ კუთხეს,
დარბაზში სადაც მხოლოდ წრედია,
სამყარო გიჟად ჩემს სხეულს ირგებს,
ირგვლივ სიგიჟის დერეფნებია.

red

This slideshow requires JavaScript.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 535 other followers